მექაში, ყოველწლიური ჰაჯის დროს ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო 577 პილიგრიმი გარდაიცვალა, ინფორმაციას The Guardian – ი ავრცელებს. გარდაცვლილთაგან 320 ეგვიპტის, 60-მდე კი იორდანიის მოქალაქეა.
ამ დროისთვის, სხეულის გადახურებისგან 2000-მდე ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი. ადგილზე კი ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღემატება.
ცნობისთვის, მუსლიმთა წმინდა ადგილას 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული.