8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონს დაატყდა თავს. ეს მექსიკაში ბოლო 100 წელიწადში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რასაც 300-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.
ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად. 11 შტატში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მიწისძვრის ეპიცენტრი გვატემალას საზღვრის სიახლოვეს, 33 კილომეტრის სიღრმეში აღინიშნა.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.