LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად facebook-ი დაზარალებულებს 1 მლნ დოლარს გადაურიცხავს

71

„მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სოციალური ქსელი facebook-ი წითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს,“ – ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, განაცხადა.

ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დასახმარებლადფეისბუქიწითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს,” – დაწერა ცუკერბერგმა „ფეისბუქის” პირად გვერდზე. მან, ასევე, აღნიშნა, რომ „ფეისბუქი” თანამშრომლობს გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რათა იმ შემოწირულობებს, რომლებიც ორგანიზაციაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება, არანაირი საკომისიო თანხა არ ეჭრებოდეს.

ადგილობრივი გამოცემის Sol de Puebla-ს ინფორმაციით, შტატ პუებლაში ერთ-ერთი ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაიღუპა. მიწისძვრის მომენტში ეკლესიაში ჩვილის ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა. სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 230 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g