მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ცნობილი მებრძოლი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
როგორც სოციალურ ქსელში გიორგი კიკნაძე წერს, სეხუდო ბრძოლის მეორე დღეს მერაბთან მივიდა და გამარჯვება მიულოცა.
,,ბრძოლის მეორე დღე. სეხუდო მივიდა მერაბთან და გამარჯვება მიულოცა შემდეგი სიტყვებით: მერაბ ძმაო, ნამდვილი ჩემპიონი ხარ. შენ დაიმსახურე გამარჯვება. ქამარი ნამდვილად შენ გეკუთვნის!”, – წერს გიორგი კიკნაძე, რომელიც მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი სპონსორი კომპანიის წარმომადგენელია.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.
ჩხუბს ადგილზე ესწრებოდა მარკ ცუკერბერგი, რომელიც მერაბ დვალიშვილის მხარდამჭერია.
“ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო” – მერაბ დვალიშვილი