LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობა შეუფარდეს

94

ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების გამო დაკავებულ პირებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  მორიგი პროცესი 20 ივნისს 12 საათზე დაინიშნა. 

ბრალდების განცხადებით,  ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები