LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან გაწერენ, სხვების მდგომარეობა უცვლელია

51

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მორაგბე – გიორგი ლომინაძეს, მისი მეუღლეს და ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, ისინი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აღნიშნული სამი პირის მდგომარეობა უცვლელია. მათი მდგომარეობა მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში არ შეიცვლება.

კვირიკაშვილს საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა. შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ, მათ შორის ერთ-ერთ მორაგბე გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები