LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილის ინტერვიუ ძალიან სამარცხვინო იყო – თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციით და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან: კახა კალაძე

138
Untitled design

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს, სადაც ის 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საუბრობს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმიანება და „სამარცხვინოს“ უწოდებს.

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს: მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას

კახა კალაძის განცხადებით, „თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ რევოლუციით და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან, რადგან საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება დემოკრატიულად და ამას მოსახლეობა გადაწყვეტს“.

„ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, იმისთვის, რომ თავად დაბრუნდნენ და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ოპოზიციისგან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ყოველდღიურად იყო მოწოდებები. გარკვეული პოლიტიკოსები რეალობას აცდენილები არიან და ვერ ხვდებიან, რა ხდება ქვეყანაში. თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციით და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან. საქართველოშიც და ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება დემოკრატიულად და ამას გადაწყვეტს მოსახლეობა. თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რატომ უთხრა მოსახლეობამ მათ უარი 2012 წელს. მათ ჰგონიათ, მოსახლეობას დაავიწყდა, როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვანო მერაბიშვილი: მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში

ვანო მერაბიშვილი: საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დაეხმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები