LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილმა სახლში თავისი ავეჯი დაიმხოს თავზე – ლევან გოგიჩაიშვილი

180
a92475b

“ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ “დამოუკიდებელი დეპუტატების” ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილი განაცხადა. მან მერაბიშვილი ჰიტლერს შეადარა, და აღნიშნა, რომ მერაბიშვილი “ძალიან მძიმე ადამიანია”.

“ადამიანები დახვდნენ და მოწონთ კაცი, რომელიც წლების განმავლობაში სხვებს ხოცავდა. გერმანიაშიც არიან ისეთები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს საკონცენტრაციო ბანაკები და დახოცოს ხალხი. როგორც ჩანს, ადამიანები არიან, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ. ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი”, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაიშვილი გათავისუფლების შემდეგ ყოფილი შინაგან საქმეთა მისიტრის ერთ-ერთ პირველ განცხადებასაც ეხმაურება, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის შემდეგ, “მატროსოვის” ციხის კარები ფართოდ გაიღება.

"მივესალმები ვანო მერაბიშვილს, მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით" - მიხეილ სააკაშვილი

"ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება" - მიხეილ სააკაშვილი.

” ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს”, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა. მერაბიშვილმა საპატიმროში 6 წელი და 9 თვე გაატარა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებიც დაემატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g