ამერიკელი მომღერლის მერაია კერის „all I want for Christmas is you” – 1994 წელს ჩაიწერა და დღემდე ახალი წლის ყველაზე პოპულარულ ჰიტად ითვლება.
გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ აშშ-ში ამ სიმღერას 1,7 მილიონჯერ მოუსმინეს და შემსრულებელი 1,3 მილიონი დოლარით გამდიდრდა.
გარდა ამისა, ტრეკის გაყიდვებით შემოსული თანხა დამატებით 378 ათასიც იყო.
ამას ემატება სიმღერის გლობალური ჩამოტვირთვების მაჩვენებელი – 823 მილიონი და დამატებით 4,5 მილიონი დოლარის შემოსავალი.
ბუნებრივია, ამ თანხას შემსრულებელი კომპოზიტორთან და სტუდიასთან იყოფს, საერთო ჯამში კი მხოლოდ 2021 წელს „all I want for Christmas is you”-მ 6,16 მილიონი დოლარი იშოვა.