LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერანოს ღვინის ფესტივალს საქართველო მესამედ უმასპინძლებს

133
ღვინო

2 ივნისს, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და შატო მუხრანის ორგანიზებით, მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, კერძოდ შატო მუხრანში, უკვე მესამედ გაიმართება.

მერანოს საერთაშორისო ღვინის ფესტივალი პირველად 1992 წელს სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო ღვინის პირველი ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო მასშტაბის ღვინის წამყვან მოვლენად იქცა.

15 წელია, რაც საქართველო მერანოს ღვინის ფესტივალთან თანამშრომლობს.

2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ამ ორი წლის განმავლობაში ფესტივალი გაიზარდა როგორც მონაწილეთა, ასევე სტუმართა რაოდენობით და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა.

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ქართული ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია:

  • 350-ზე მეტი დასახელების ღვინის გამოფენა-გაყიდვა საქართველოს, იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, თურქეთის და სომხეთისა რეგიონიდან;
  • ღვინის დეგუსტაცია;
  • ქართული გასტრონომიული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;
  • პანელური დისკუსიები ღვინის თემაზე;
  • ღვინით ხატვის მასტერკლასები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g