Jaguar და Mercedes იმ მანქანების სიაში მოხვდნენ, რომლებსაც მყიდველები ზურგს აქცევენ.
ერთ დროს ისინი პოპულარული და პრესტიჟული მოდელები იყვნენ, მაგრამ არასწორმა დიზაინერულმა გადაწყვეტილებებმა, გაუმართავმა განახლებებმა და ხარისხის ვარდნამ მათი მდგომარეობა გააუარესა.
Mercedes-Benz S-Class (W223)
მახასიათებლები:
სიმძლავრე: 286-510 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფი: ავტომატიკა
აჩქარება (0-100 კმ/სთ): 4.4-6.4 წამი
ფასი: 60 600 დოლარიდან.
ოდესღაც ეს მოდელი ითვლებოდა ფუფუნების ეტალონად, თუმცა დღეს მასთან მიმართებაში ბევრი კითხვა ჩნდება.
გასულ წელს Mercedes-Benz იძულებული გახდა შეემცირებინა წარმოება – გაყიდვები მკვეთრად დაეცა.
მყიდველები უჩივიან ხარისხს და ხშირ ტექნიკურ წუნს, რაც მოულოდნელია იმ ბრენდისთვის, რომლის წინა თაობა (W222) ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სედანად ითვლებოდა.

Scion xB II (რესტაილინგი)
მახასიათებლები:
სიმძლავრე: 160 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფი: ავტომატიკა/მექანიკა
აჩქარება (0-100 კმ/სთ): 8.6-9 წამი
პირველი თაობის Scion xB (2004–2006) მყისიერად იქცა ჰიტად – მარტივი, პრაქტიკული და ეკონომიური. ხალხმა მას იუმორით „ბორბლებიანი ტოსტერი“ უწოდა.
თუმცა მეორე თაობამ ყველაფერი გააფუჭა: 2007 წელს გამოშვებული ვერსია გახდა უფრო დიდი, მძიმე და დაკარგა თავისი უნიკალური ფორმა და ხიბლი.
მოდური „ტოსტერი“ შეიცვალა მოუხერხებელი კომპაქტური მოდელით, რომელსაც მყიდველები მალევე „დაშორდნენ“.
შედეგად, Scion xB 2015 წელს წარმოებიდან მოიხსნა და ბევრი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

Fiat 500
მახასიათებლები:
სიმძლავრე: 118 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფი: ავტომატიკა
აჩქარება (0-100 კმ/სთ): 9 წამი
ფასი: 22 900 დოლარიდან
Fiat-მა ელექტრო მოდელის 500e-ის წარმოება 13 სექტემბრიდან ოფიციალურად შეაჩერა.
მიზეზი მარტივია – შეკვეთები აღარ შემოდის.
ეს უკვე მეორე დარტყმაა ლეგენდარული მოდელისთვის: მანამდე ევროპული ბაზარი ბენზინის ვერსიამაც დატოვა.

 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 