LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz G-Class-ის სალონის ჯაშუშური ფოტოები გავრცელდა

113

Mercedes-Fans-ის მიერ გავრცელდა პირველი ჯაშუშური ფოტოები, რომელზეც ახალი Mercedes-Benz G-Class-ის პროტოტიპის ამჯერად უკვე სალონია ასახული. სიახლე ეგრევე აიტაცეს სხვადასხვა ავტო-გამოცემებმა.

ახალი მოდელი აღჭურვილი იქნება 12.3 დიუმიანი მულტიმედიური პანელით, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე თანამედროვე მულტიმედიური სისტემაა ავტომოწყობილობებში.

ასევე გერმანული კომპანიის ახალი ,,ლამაზმანი’’, როგორც ჩანს, სალონის მკვეთრად განსხვავებულ იერსახეს გვთავაზობს.

გამოცვლილია სხვადასხვა დეტალებიც, როგორც ჩვენს საიტზე წინა პოსტში დავწერეთ, ავტომობილი აწყობილია უფრო ხარისხიანი ალუმინით, რის გამოც ავტომობილი 200 კგ-ით ნაკლებს იწონის ვიდრე მისი სერიის სხვა მოდელები.

გარდა განახლებული ან მოდიფიცირებული დეტალებისა, მოდელი მიიღებს ახალ სტილის საჭე, რომელიც ელექტრომექანიკური გამაძლიერებლითაა აღჭურვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები