LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz GLE 63 S 700 ცხენის ძალის მქონე ძრავით?

50

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ატელიემ Brabus ოფიციალურად წარადგინა ახალი ნაშრომი, Mercedes-Benz AMG GLE 63 S Coupe. დიზაინერებმა ტრადიციული ცვლილებები შეიტანეს, როგორც აეროდინამიკურ დეტალებში, აგრეთვე ინტერიერსა და ძრავშიც.

მას შემდეგ რაც კროს-კუპე Brabus-ის ატელიეში მოხვდა, მისი ძრავის სიმძლავრე 700 ცხენის ძალამდე გაიზარდა. რაც ქარხნულ 5.5 AMG ტვინ-ტურბო V8 ტიპის ძრავზე, დამატებული ტურბოკომპრესორების შედეგია. გარდა ამისა, ავტომობილს შეუცვალეს გამშვები სისტემა, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან იქნა დამზადებული.

ყველა განახლებული დეტალის წყალობით, ავტომობილს 700 ცხენის ძალა აქვს და 100კმ/სთ-ს 4 წამში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 300კმ/სთ-ა. ბოლო მონაცემებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა აეროდინამიკული ცვლილებების განხორციელებაც, რასაც სურათებზე თავადაც შეამჩნევთ.

ხოლო მათთვის, ვისაც განახლებული ავტომობილის სიმძლავრე ეცოტავება, ატელიე Brabus უფრო მძლავრ ძრავს შესთავაზებს, რომელსაც 850 ცხენის ძალა ექნება. (Brabus 6.0 Biturbo 4×4 Coupe).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები