LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა ახალი ექვსმეტრიანი კონცეპტ-კუპე შექმნა

49

კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი კონცეპტუალური კუპის თიზერი გამოაქვეყნა. გერმანული ავტომწარმოებელის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ავტომობილის ზომა საინტერესოდ გაიზარდა და 6 მეტრს შეადგენს. სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

გავრცელებულ ილუსტრაციაზე შესამჩნევია კომპანია Maybach-ის ლოგო. გამოსახულება განთავსებულია მოდელის უკანა მხარეს. დღეისათვის არსებულ მოდელებში ერთადერთი ავტომობილი, რომელსაც ანალოგიური ლოგო ჰქონდა ზედაპირზე Mercedes-Benz-ის S-კლასის სედანი იყო.

ფაქტიურად Mercedes-Benz-ის ხაზში ამ ეტაპზე არ არსებობს კუპე, რომელიც ანალოგიური ზომისაა. ყველაზე დიდი მოდელი, რომელიც კომპანიას ამ დრომდე ჰქონდა გამოშვებული – იყო S-Class Coupe და მისი ზომა 5027 მილიმეტრს  შეადგენდა.

როგორც გამოცემა Autocar-ი აღნიშნავს, ახალი პროტოტიპის პრეზენტაცია ამერიკის სილამაზის კონკურსზე შედგება, რომელიც 21 აგვისტოსაა დაგეგმილი. მანამდე კი ცნობილია, რომ გერმანული კომპანია Maybach-ის ხაზის გაზრდას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები