LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა ელექტროძრავიანი ტრაილერი დააანონსა

424

კომპანია Mercedes-Benz-მა ელექტროტრაილერი – Urban eTruck-ი წარმოადგინა, რომელსაც ერთი დატენვით 200 კმ-ის გავლა შეუძლია.  მოდელის მაქსიმალური წონა 26 ტონას შეადგენს. ავტომწარმოებელმა ახალი ელექტრო ტრაილერი გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში  წარმოადგინა.

Urban eTruck-ი აღჭურვილია ორმაგი ელექტროძრავით, რომელიც 340 ცხენის ძალის სიმძლავრისაა ხოლო ბრუნის მაჩვენებელი შეადგენს 11000 ნმ-ს. აგრეგატი მუშაობს 3 Li-ion ბატარეებზე, რომელთა სიმძლავრეც 212 კვ/სთ-ია.

სწრაფი დატენვის რეჟიმში, ბატარეები 100 კვ-ით 2-3 საათში იტენება. მწარმოებლის განცხადებით ახალი მოდელის წარმადობა, მიუხედავად მისი ელექტროძრავისა არ ჩამოუვარდება დიზელზე მომუშავე ტრაილერების სიმძლავრეს.

მოდელის სერიული წარმოება 2020 წლისკენ დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები