Mercedes-Benz-მა წარადგინა ახალი ვირტუალური დამხმარე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს. ელექტრონიკის მოხმარების საერთაშორისო გამოფენა CES 2024-ზე Mercedes-მა ახალ ოპერაციულ სისტემაზე დეტალურად ისაუბრა. ტექნოლოგიაზე კომპანია უკვე რამდენიმე წელია რაც მუშაობს და მისი მთავარი სიახლე გახდება გაუმჯობესებული ხმოვანი ასისტენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშავებს, უკეთ გაუგებს მეპატრონეს და მასთან კომუნიკაცია ბევრად უფრო ბუნებრივი გახდება.
ვირტუალურ დამხმარეს ბევრად უფრო ადამიანური ინტერფეისიც ექნება. ის შეძლებს რომ მეპატრონის თვისებები შეისწავლოს და მათზე დაყრდნობით სხვადასხვა ოფციები შესთავაზოს ხოლმე: მაგალითად, დილაობით სიახლეების გაცნობა ან საღამოს საყვარელი მასაჟი.
ფრაზაზე „მშია“ არსებული დამხმარე მხოლოდ ახლო მახლო რესტორნების სიას შეადგენს, ხოლო ახალი ასისტენტი მენიუს და შეფასებებს შეადარებს, რათა მომხმარებელს არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს.
ის ასევე შეძლებს მეგობრული დიალოგის წარმოებას და გუნება-განწყობაზე რეაგირებაც შეეძლება.