LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა თავისი ყველაზე მდიდრული ავტომობილები დაასახელა

28

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა YouTube-ის ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა რგოლი სახელწოდებით Best of Benz – Top 5 Luxury Cars.

მეხუთე პოზიციაზე განთავსებულია Mercedes 540 K – ეს არის ლიმუზინი, რომელიც გასული წლის 1935-40 წლებში გამოდიოდა და ვარსკვლავებისთვის იყო განკუთვნილი. ავტომობილი აღჭურვილია 5,4 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 115 ცხენის ძალას ავითარებს.

მეოთხე პოზიციაზე ექსტრა-მდიდრული ყველგანმავალი G 650 Landaulet განთავსდა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 99 ერთეული აიწყო.

მესამე ადგილი უფრო მეტად მდიდრულმა და ექსკლუზიურმა Mercedes-Benz 600-მა დაიკავა, რომელიც 1959 წელს გამოდიოდა.

მეორე ადგილი კი თანამედროვე მოდელს – Mercedes-Maybach S 650 Cabriolet-ს ერგო, რომელიც S-Class-ის ბაზაზეა აწყობილი. ის 20 დიუიმიანი დისკებითა და წინა ფარებზე სვაროვსკის კრისტალებით არის გადაწყვეტილი.

ლიდერი კუპე Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut გახდა – ის ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე ექსკლუზიური ავტომობილია. სულ ასეთი ორი სპორტქარი ააწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები