LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz მოპარული მანქანის პოვნაში დაეხმარება იმ კლიენტებს, რომლებსაც ფასიანი სერვისი აქვთ

146
567657567

კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი სერვისი შექმნა და ის ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ში იქნება. სიახლეს „ავტომობილის გატაცების შემთხვევაში დახმარება“ ერქმევა და მისი გააქტიურებისას კომპანია პოლიციელებს ავტომობილის ადგილმდებარეობას გაუმხელს, რეალურ დროში დააკვირდება გადაადგილებას და მოძრაობის ისტორიასაც ზუსტად ნახავს. სიახლემ ავტომობილის ფლობა ბევრად უფრო კომფორტული უნდა გახადოს, ამიტომ ის ფასიანია და ფასი სიმბოლური – 25 დოლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz ავტომობილს საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში ნამდვილად არ უთვალთვალებს. ანუ სპეციალურად არ ჩაერთვება ავტომობილის გადაადგილების სქემაში მანამ, სანამ მისი მფლობელი თხოვნით პოლიციას არ მიმართავს.

სერვისის აღწერილობაში წერია, რომ მისი დამსახურებით – „გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყება, რაც გატაცებული ავტომობილის დაბრუნების ალბათობას ბევრად გაზრდის. „

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები