LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz წყალბადის ძრავზე გადადის

54

კომპანია Mercedes-Benz-მა წარმოადგინა განახლებული ქროსოვერის, GLC-ის პროტოტიპი, რომელიც აღჭურვილია წყალბადის ძრავით. კონცეპტმა მიიღო სახელწოდება – GLC F-Cell.

როგორც ავტომწარმოებელი აღნიშნავს, ავტომობილის ენერგია გამომუშავდება ქიმიური რეაქციით, რომელიც წყალბადსა და ჟანგბადს შორის წარმოიქმნება.

ელექტრონული აგრეგატი გამოვიდა საკმაოდ კომპაქტური, მას გააჩნია ორი ავზი წყალბადისთვის, რომელიც დამზადებულია ნახშირბადის ტექნოლოგიის გამოყენებით და რომელიც ჩაშენებულია ქროსოვერის იატაკის ქვეშ.

 

ავზის ოდენობა შეადგენს ოთხ კილოგრამს. სპეციალურ ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც აღნიშნული ტექნოლოგიით წარმოებული ავტომობილების საწვავით მომარაგება ხდება, მოდელის წყალბადით შევსება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაიღებს. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილი იქნება ლითი-იონური ბატარეით, რომელიც 9-10 კილოვატ-საათს გამოიმუშავებს. ბატარეა განთავსებული იქნება ავტომობილის უკანა ნაწილში და მისი გამოყენებით ავტომობილს შეუძლია წყალბადის საწვავის გარეშეც გადაადგილდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები