LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ის ელექტროქარები „ტესლას“ სადგურებზე შეძლებენ დამუხტვას

108
Mercedes-ის ელექტროქარები „ტესლას“ სადგურებზე შეძლებენ დამუხტვას

Mercedes-მა ელექტროქარების დასამუხტი მოწყობილობა „ტესლას“ სტანდარტებს მოარგო. 2025 წლის თებერვლიდან ელექტრომობილების ამერიკელ მეპატრონეებს საშუალება მიეცემათ NACS-ის სტანდარტების სადგურებით ისარგებლონ. უკვე შეძენილი Mercedes-Benz-ის მეპატრონეებს ადაპტერის შეძენა მოუწევთ და მისი ღირებულება 185 დოლარი იქნება. ხოლო ახალ ელექტრომობილებს აშშ-ს ბაზარზე უკვე მზა ტექნოლოგიით გაყიდიან.

აშშ-ში Tesla Supercharger-ის 20 ათასი სადგური ფუნქციონირებს და Mercedes-Benz-ების განახლება ელექტროქარების ამჟამინდელ თუ მომავალ მეპატრონეებს ცხოვრებას ბევრად გაუმარტივებს. 2025 წელს ანალოგიური განახლება იგეგმება კანადელი მომხმარებლებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური გადამყვანისთვის Mercedes-Benz-ის კლიენტებს თავისი ჯიბიდან მოუწევთ თანხის გადახდა, თუმცა Ford-მა და Hyundai-მ გადამყვანები უფასოდ დაარიგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები