LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ახალი Maybach-ის კიდევ ერთი თიზერი გამოაქვეყნა

37

კომპანია Mercede-Benz-მა კუპე – Mercedes-Maybach-ის მეორე თიზერი გამოაქვეყნა. მოდელის სიგრძე ორიგინალურად გრძელია და იგი ექვს მეტრს შეადგენს. ახალ სურათზე ჩანს ავტომობილის წინა ნაწილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა პროტოტიპის სახელიც – Vision Mercedes-Maybach 6. ციფრი – 6, როგორც ჩანს, მოდელს მისი სიგრძის გამო მიენიჭა. სხვა დამატებითი ინფორმაცია ახალი ავტომობილის შესახებ ჯერ-ჯერობით კვლავ საიდუმლოდ რჩება. არაოფიციალური წყაროს მიხედვით გერმანული კომპანია კუპეს საავტორო სედანის S-Class-ის ბაზაზე ააგებს, მაგრამ სედანისგან განსხვავებით იგი 4 ადგილიანი იქნება.

Vision Mercedes-Maybach 6-ის პრემიერა 18 აგვისტოს, ამერიკის სილამაზის კონკურსზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები