კომპანია Mercedes-Benz-მა მომავლის ავტობუსების პროტოტიპი წარმოადგინა, რომელიც ავტომატური მართვის სისტემითაა აღჭურვილი. კონცეპტის ტესტირება ნიდერლანდებში 20 კილომეტრიან გზაზე – Bus Rapid Transit (BRT) განხორციელდა. ახალი მოდელის პროტოტიპი აგებული იქნება Citaro-ს ავტობუსების ხაზის კონცეპტზე.
ავტობუსის ავტომატური მართვის სისტემა CityPilot, უამრავი კამერით, GPS მოდულებითა და სხვა სახასიათო ატრიბუტებითაა აღჭურვილი.
კომპანია Mercedes-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ავტობუსის ავტომატური მართვის სისტემა მოძრაობისას 1 სმ–ის სიზუსტით მუშაობს. მოდელს შეუძლია რეაგირება მოახდინოს სიგნალზე, შუქნიშნის ფერებზე და ასევე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების დახმარებით, მგზავრები უსაფრთხოდ გადაადგილოს.
მაქსიმალური სიჩქარე, რომელსაც ავტოპილოტი ანვითარებს, 70 კმ/სთ-ია.