მერია ელექტრომობილი ტაქსებისთვის სპეციალური პარკირების ადგილების გამოყოფას იწყებს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ინიციატივის მხარდასაჭერად საკრებულოს მიმართა და საკითხს დღეს განიხილავენ.
სპეციალური პარკირების ადგილების სტატუსი ელექტრო ავტომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ლოკაციებსაც მიენიჭებათ. ამგვარ პარკინგებზე შიდაწვისძრავიანი ავტომანქანების გაჩერება აკრძალული იქნება.
მერიის ცნობით, „სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანა ელექტრომობილების წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.