LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახელი შეეცვალა და თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაერქვა

153

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახელი შეეცვალა და თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაერქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, სახელის ცვლილების მიზეზი აღნიშნული სამსახურისთვის მთელი რიგი ფუნქციების დამატება გახდა.

“ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მთელი რიგი ფუნქციები დაემატა, როგორიცაა ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოება მშენებლობებზე და ა.შ. ამ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, ასევე, უსაფრთხო შრომა. მერიამ გადაწყვიტა და საკრებულოც ეთანხმება ამას, რომ ის გახდეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ამ სამსახურის ერთგვარი რებრენდინგი ხორციელდება. დღეს ეს არის ტექნიკური ცვლილება, ხოლო შემდგომში რა სიახლეებს შემოგვთავაზებს მუნიციპალური ინსპექცია, ამას ვნახავთ,” – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტში ცვლილებები არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g