LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპმა სერიალში „დიდი პატარა ტყუილები“ გამოჩნდება

133

მერილ სტრიპმა სერიალში „დიდი პატარა ტყუილები“ მონაწილეობის შეთავაზება მიიღო. ცნობილი ხდება, რომ ვარსაკვლავი პერი რაიტის (ალექსანდრ სკარსგარდი) დედას განასახიერებს. არსებობს ვარაუდი, რომ სკარსგარდის პერსონაჟი, რომელიც პირველ სეზონში დაიღუპა, ახალ სერიებში დაბრუნდება, თუმცა რა ფორმით, უცნობია.

სტრიპის გმირზე კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის შეასრულებს ქალის როლს, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ მთელს დროს შვილიშვილების მოვლას უთმობს.

შეგახსენებთ, რომ სერიალში, რომელმაც მთელი რიგი პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა, ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი და სხვა მსახიობები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები