LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილინ მონროს უკანასკნელი სახლი აუქციონზე გაიყიდა (ფოტოები)

66

ჰოლივუდის ლეგენდის, მერილინ მონროს უკანასკნელი სახლი 7,2 მილიონ დოლარად აუქციონზე გაიყიდა.

სახლი განთავსებულია ბრენტვუდში და მას ისტორიული დანიშნულება აქვს, რადგან სწორედ იქ გარდაიცვალა მონრო. ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელიც მის კუთვნილებაში იყო.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადგილი პირადად მოიძია და იყიდა. მონრო ჟურნალისტებს იქ ფოტოების გადაღების უფლებას არ აძლევდა, რადგან ის ერთადერთ თავშესაფრად მიაჩნდა.

ვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ, სახლმა რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა, თუმცა ცნობილია, რომ მონროს დროინდელი ბევრი დეტალები დღემდე ხელუხლებელია.

რაც შეეხება ახალ მფლობელს, მისი ვინაობა უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები