მერსი სულხანიშვილი „ბინა 18“-ში სტუმრად მხოლოდ იმისთვის მიიწვიეს, რომ გადაცემაში სულ ერთი წამით მიეღო მონაწილეობა. როგორც გაირკვა, თემო მჟავიას თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ მერსი უბრალოდ, სტუდიაში უნდა მოეყვანათ, წარედგინათ და ყველანაირი ინტერვიუს გარეშე დაესრულებინათ გადაცემა.
რასაკვირველია, მერსის ეს ამბავი არ მოეწონა და სტუდიაში შუქი რომ ჩააქრეს, მას მაინც არ ტოვებდა, თან წამყვანებს ესაუბრებოდა – „კარალევა ქალი მოვდივარ და ხომ უნდა გამაფრთხილოთ. უკეთესს ჩაგაწერინებდით, თქვე გოიმებო“ – უთხრა მან ლევან გოგორელიანსა და თემო მჟავიას.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/bina18official/videos/vb.1399653490316305/1744729099142074/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]