LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე დინამოა: ბრინჯაოს ფინალის მონაწილე გუნდები ცნობილია

38

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. წყვილის პირველი შეხვედრა ქუთაისელებს ჰქონდათ მოგებული 2:1. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბათუმელებს მცირე ფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. მათ ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე მოახერხეს, გიორგი ქავთარაძემ უძლიერესი დარტყმით აიღო როინ კვასხვაძის კარი. შეხვედრის დარჩენილ დროში ლევან ხომერიკის გუნდმა მეორე ნორმრად თამაში არჩია და ტერიტორიული უპირატესობა „ტორპედომ“ მოიპოვა. ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით აჭარლებმა მცირე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

დინ - საბ 1-0 (4.12.16)

სათამაშო დღის მეორე შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენამ“ უმასპინძლა. თბილისურ დერბიში ერთმანეთს „დინამო“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. გუნდების პირველი საპლეი-ოფო შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. „დინამო არენაზე“ კი, დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მეტოქე და 10 დეკემბერს ბათუმის „დინამოსთან“ გაარკვევენ უმაღლესი ლიგის მესამე ადგილოსანის ვინაობას. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 25-ე წუთზე გიორგი ზარიამ გაიტანა.

უმაღლესი ლიგი მცირე ფინალს 10 დეკემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
დინამო ბთ – ტორპედო 1:0
გოლი: 1:0 ქავთარაძე (8)

დინამო თბ – საბურთალო
გოლი: 1:0 ზარია (25)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები