რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ქაცარავა წერს, უკვე მესამე თვეა, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, „თუმცა მსოფლიოს მეორე უძლიერეს არმიას, მარიუპოლში ერთი ქარხანაც ვერ აუღია“.
„მესამე თვეა მიმდინარეობს ომი უკრაინაში.
მსოფლიოს მეორე, უძლიერესი, ზოგიერთის შეფასებით კი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი, უანალოგო გამოცდილების და ტექნიკის მქონე არმია ებრძვის ერთ ქარხანას მარიუპოლში და ვერ აუღია.
მო*** რუსებო უანალოგო არმია.
ზემოდან კი თქვენი მხარდამჭერები და გულშემატკივრები.
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!“, – წერს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, დავით ქაცარავა უკრაინაში მოხალისედ გაემგზავრა.