რუსული ტელეკომპანია “ენტევეს” ერთ-ერთი წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა.
გილდეევამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც ქვეყნიდან წავიდა.
როგორც მოგვიანებით ლილია გილდეევამ აღნიშნა, ეშინოდა, რომ სხვაგვარად მას სამსახურიდან არ გაუშვებდნენ.
„ჯერ გავემგზავრე. მეშინოდა, რომ ასე უბრალოდ არ გამიშვებდნენ. შემდეგ დავწერე განცხადება“, – განაცხადა ტელეწამყვანმა Varlamov News-თან საუბარში.
ლილია გილდეევა ტელეკომპანიაში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ის გადაცემა “სეგოდნიას” წამყვანი იყო.
ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა