LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ბარსადან არ წავა: ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მისთვის

40

”ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი მომავალ გეგმებზე საუბრობს.

”მე მომწონს ინგლისის და იტალიის ჩემპიონატები, თვალყურს ვადევნებ ტოპ-მატჩებს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, კიდევ დიდხანს ვაპირებ ”ბარსელონას” სახელით გამოვიდე და კარიერა აქვე დავასრულო.

არ მომიწევს აზრის შეცვლა, თუმცა, ფეხბურთში ვერაფერს განსაზღვრავ, ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება.

რომელმა მწვრთნელმა ითამაშა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი? ყველა მწვრთნელმა რაღაც მასწავლა, თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ფრანკ რაიკარდია.

მას რომ ჩემი იმედი არ ჰქონოდა და პირველ გუნდში არ მივეწვიე, შესაძლოა არც კი მოვხვედრილიყავი.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია: მან ჩემი ირწმუნა და ძირითად შემადგენლობაში შესაფერის მომენტში ჩამრთო”, – აღნიშნავს ფეხბურთის ახალი ღმერთი ლიონელ მესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები