გასულ კვირას ლეო მესიმ „პეპსის“ ბოთლით საოცარი ტრიუკი შეასრულა, ხოლო ახლა გამოვიდა გაზიანი სასმელის ახალი რეკლამა არგენტინელის მონაწილეობით.
რეკლამაში ასევე გადაიღეს მო სალაჰი. ეგვიპტელი მესის უდაბნოში ბენზინგასამართ სადგურზე „პეპსის“ ერთადერთი ბოთლისთვის ებრძვის. მესი და სალაჰი ტრიუკებს ატარებენ და ისე გაერთობიან, რომ… სასმელი სხვას შეხვდება.