LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და სხვა ბიჭები: ევროპის ტოპ ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

108
18599b56bb98c9b1

კორონავირუსის გამო შეჩერებული საფეხბურთო ჩემპიონატები როდის განახლდება არავინ უწყის. მეტიც, იმაზე უფრო დარდობენ, საერთოდ მოახერხებენ თუ არა სეზონის ჩამთავრებას. სხვადასხვა გამოცემები კი ლოდინით დაიღალნენ და შეჯამებები დაიწყეს.

ამერიკულმა გამოცემა The Score-მა ევროპის ტოპ 5 ლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

 

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი სადიო მანე.

ლა ლიგაში გამოყვეს “ბარსელონას” კაპიტანი ლეო მესი.

ბუნდესლიგაში ყველაზე კარგია “ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი.

სერია ა-ში საუკეთესოდ მიიჩნიეს “ატალანტას” ნახევარმცველი იოსიპ ილიჩიჩი.

ლიგა 1-ში აღიარეს პსჟ-ს ჰავბეკი ანხელ დი მარია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები