არგენტინის ნაკრების ფანებმა ლეო მესი ღმერთის სახით დახატეს. დიეგო მარადონა წარსულს ბარდება.
ისე, რომელია მათ შორის უფრო დიდი გენია?
არგენტინელმა ფანმა „ალბისელესტეს“ ისლანდიასთან თამაშისას პლაკატი გამოფინა.
მასზე ლიონელ მესი მაცხოვრის იერით არის ასახული, ხოლო მარადონა ლეოს მკერდზე თილისმას სახით განთავსდა.
თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორ ითამაშა მესიმ და არტგენტინამ ისლანდიასთან, ამ პლაკატის ავტორს მინიმუმ უნდა შერცხვეს. მესი ღმერთს კი არა, ერთ რიგით ფეხბურთელსაც ძლივს გავდა.
მესიმ პენალტიც გააფუჭა. მან ვერ გაიტანა მეოთხე პენალტი ბოლო 7 დარტყმიდან როგორც ნაკრებში, ასევე „ბარსელონაში“ თამაშისას. ეს კი გაცუდებული პენალტების 57%-ია.
მაინც შეგახსენებთ: მარადონამ 1986 წელს არგენტინა ლამის მარტომ მიიყვანა ტიტულამდე, ხოლო მესის წინა მუნდიალზე ცოტა დააკლდა – მისი არგენტინა ფინალში გერმანიასთან დამარცხდა.