“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა (3:0).
არგენტინელისთვის ეს იყო კატალონიური გუნდის შემადგენლობაში გატანილი 644-ე გოლი.
ამრიგად, მესიმ გააუმჯობესა პელეს რეკორდი ერთ კლუბში გატანილი გოლების მხრივ. ფეხბურთის მეფეს “სანტოსში” 643 ბურთი აქვს გატანილი.
მესი “ბარსელონაში” 2003 წლიდან თამაშობს. პელე “სანტოსში” 1956-დან 1974 წლამდე გამოდიოდა.
წარმოუდგენელ მიღწევაზე კომენტარი გააკეთა თავად მესიმაც.
“როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ რეკორდებს დავამყარებდი. მით უმეტეს იმას, რომელიც ახლა გავაუმჯობესე.
უბრალოდ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მეხმარებოდა: თანაგუნდელებს, ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც ყოველდღიურად მხარს მიჭერდა”, – დაწერა ლეომ ინსტაგრამზე.
ისე, ახლა ეს რა მოსატანია და ამ სეზონის 14 მატჩში მესიმ 1 საგოლე პასი გააკეთა. გასულ სეზონში მას 23 ასისტი ჰქონდა.
ესენი კი ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით 5 საუკეთესო შედეგის მქონე ფეხბურთელები არიან.