მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ლეო მესია. ბოლოს და ბოლოს შეძლებს თუ არა ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელი მთავარი ტროფეის მოგებას. მესი მეოთხედ მიდის მსოფლიო თასისთვის. გავიხსენოთ ეს როგორ იყო გერმანიაში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში.
2006. გერმანია
მესი პირველად მუნდიალზე 18 წლისა წავიდა. იგი შეცვლაზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში შევიდა სერბია-ჩერნოგორიასთან შეხვედრაში. ნორჩმა ტალანტმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მესი გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ 1/8 ფინალში იხილა, როდესაც ბიჭმა ხავიერ სავიოლა შეცვალა. არგენტინა 1/4 ფინალამდე მივიდა და პენალტებით გერმანიასთან წააგო.
მესის გააქვს თავისი პირველი გოლი მუნდიალზე, უკანა პლანზე ერნან კრესპო ხარობს
2010. სახმრეთ აფრიკა
სარ-ში არგენტინა თვით დიეგო მარადონამ ჩაიყვანა. გაახალგაზრდავებული არგენტინა ისევ 1/4 ფინალამდე მივიდა და ისევ გერმანიას გადაეყარა, ოღონდ ამჯერად ბუნდესგუნდმა ლეო და კომპანია უბრალოდ დაშალა – 4:0. მესის ერთი გოლიც არ გაუტანია.
დიეგო მარადონა აგულიანებდა, მაგრამ მესიმ მაინც ვერ გაიტანა
2014. ბრაზილია
მესი მთავარი ვარსკვლავის რანგში ჩავიდა. ჯგუფურ ეტაპზე ლეომ ყველას გაუტანა (ნიგერიას ორიც). 1/8 ფინალში არგენტინას გვარიანად გაუჭირდა შვეიცარიასთან, მხოლოდ 118-ე წუთზე ლეომ ბურთი ათრია და დი მარიას გაატანინა. შემდეგ ბელგია (ასევე მინიმალურად) და ნიდერლანდები (პენალტების სერიაში) დაამარცხეს და არგენტინელები ფინალში გავიდნენ. და ისევ გერმანია. ფრთხილ მატჩში იგუაინმა გამაზა, ხოლო გიოტცემ დამატებით დროში გაიტანა. მესი ერთ ნაბიჯში დარჩა სანუკვარი ტროფეისგან.
მესიმ გვერდი აუარა სანუკვარ თასს და ვერცხლის მედალი აიღო