კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატების ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებმაც თანაგუნდელებისთვის აშაკარა საგოლე მომენტები შექმნეს. მონაცემები ბოლო 5 წელიწადს მოიცავს.
აშკარა საგოლე მომენტად მკვლევარებმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ან ახლო მანძილიდან დარტყმა მიიჩნიეს.
საუკეთესო აღმოჩნდა „ბარსელონას“ ლიდერი ლეო მესი, რომელმაც ხუთ წელიწადში 158 საგოლე სიტუაცია შექმნა. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე, პსჟ-ს ნახევარმცველი ანხელ დი მარია აღმოჩნდა (109). მესამე პოზიცია უკავია „სიტის“ ბელგიელ გამთამაშებელ კევინ დე ბრუინს (94).
„იუვენტუსის“ თავდამსხმელი და მესის მთავარი მეტოქე კრიშტიანო რონალდო მხოლოდ 33-ე ადგილზეა (46).