გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “რომასთან” გამართულ შეხვედრაში, კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
მესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 შეხვედრის ჩატარება შეძლო – 28 წლისა და 84 დღის.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებულ 100 შეხვედრაში მესის ანგარიშზე 77 გოლი და 21 ასისტია.
აქამდე აღნიშნული რეკორდი მადრიდის “რეალის” ესპანელი ფორვარდ რაულ გონსალესს ეკუთვნოდა.