„ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი ჩაუშვა.
პროექტის ბრენდ-მენეჯერები გახდნენ ფეხბურთელის და მარია სოლი და ჯინი ჰილფიგერი, ამერიკელი დიზაინერის ტომი ჰილფიგერის და. პირველ კოლექციაში შევიდა სპორტული მაისური (60 დოლარი), პოლო (90 დოლარი), ჰუდი (170 დოლარი) და სვიტერი (130 დოლარი).
„არნახულად სასიამოვნოა საკუთარი ბრენდის წარდგენა. პირველი კოლექცია უკვე ხელმისავდომია. ყველას გეხუტებით“, – დაწერა მესიმ ინსტაგრამზე.





წლევანდელ სეზონში მესიმ მარტო ერთი მატჩი ითამაშა. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის წინააღმდეგ ლეო შეცვლაზე შევიდა.