“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლეო მესიმ 15 მილიონ ევროდ კერძო თვითმფრინავი შეიძინა. ის სუპერვარსკვლავს არგენტინაში საფრენად უნდა.
2004 წლის მოდელის, Gulfstream V-ის თვითმფრინავი 16 ადამიანს იტევს. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ორი სააბაზანოთო და ორი სამზარეულოთი.
ბორტის კუდზე გამოსახულია ციფრი 10 – მესის საფეხბურთო ნომერი, ხოლო ტრაპის კიბეებზე ოჯახის წევრების სახელები წერია.