ლიონელ მესი თამაშგარე მდგომარეობაში სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, ედინსონ კავანი – 50-ჯერ.
არგენტინელის კუთხეში მომწყვდევა თითქმის შეუძლებელია.
„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლა ლიგის 23 მატჩში ერთხელ აღმოჩნდა ოფსაიდში. მესი ამ მაჩვენებლით ლიდერია ევროპის საუკეთესო ბომბარდირებს შორის. ლეოს ანგარიშზე 23 გოლი და 1 ოფსაიდია.
„ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში დაწინაურებული ედინსონ კავანის ანგარიშზე კი 27 გოლი და თამაშგარეში 50-ჯერ მოხვედრაა. მოგეხსენებათ, ურუგვაელი გოლეადორი საფრანგეთში, პსჟ-ს რიგებში გამოდის.
მესი ამ წუთისთვის პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.