LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მესმის თითოეულის ალმოდებული ტკივილის…ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში რომელსაც ვერაფერი ვერ აშუშებს, ფერიც არ უხუნდება“ – რამაზ დავლაძე

510
BeFunky-collage - 2023-02-08T232411.231

მესმის თითოეულის გულში ალმოდებული ტკივილის…ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში რომელსაც ვერაფერი ვერ აშუშებს, ფერიც არ უხუნდება, – ასე ეხმაურება რამაზ დავლაძე თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რამაზ დავლაძემ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.

“ჩემი ადამიანური, ტკივილიანი სამძიმარი თურქეთს; ვუთანაგრძნობ თითოეულ იმ ადამიანს, ოჯახს ვისი ცხოვრებაც ნანგრევებად აქცია დატრიალებულმა ტრაგედიამ და საყვარელი ადამიანები დაკარგა!!!

შემზარავია ფრაზა “ყველაზე კარგად მესმის მათი გაუსაძლისი ტკივილი”-ს, შემზარავია, მაგრამ ესეა, ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში რომელსაც ვერაფერი ვერ აშუშებს, ფერიც არ უხუნდება და თითოეული ესეთი ტრაგედიები კიდევ ხელახლა აახლებს იმ ავბედით დღეს, რომელმაც ამ გაუსაძლის ტკივილში დამტოვა!
ინტერნეტთან წვდომით დემეტრემ როცა თურქეთში მომხდარ ტრაგედიას შეავლო თვალი, არაფერი არ მკითხა და არც არაფერი უთქვამს, ჩვენს თავს დატრიალებული ტკივილის შემდეგ ესეთ მსგავსობაზე დემეტრე მხოლოდ მრავლისმთქმელი თვალებით საუბრობს, ჰოდა თავისი კეთილი და დარდიანი მზერით მითხრა შორს წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიანო…

ამ მზერით და მისეული ფიქრებით დემეტრე ყველაზე დიდ და წრფელ თანაგრძნობას უცხადებს თითოეულ იმ გულმოკლულ ადამიანს და მეც, სწორედ ამიტომ აღვნიშნე განსაკუთრებულად რომ მესმის თითოეულის გულში ალმოდებული ტკივილი როგორი მწარე და გაუსაძლისია!!!

მადლობა სამაშველო სამსახურის თითოეულ წევრს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად გმირულად და თავდაუზოგავად მოქმედებენ ყველანაირ მძაფრ და ურთულეს ვითარებაში!!!
ამ ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში თუ ვინმეს კეთილი დამოკიდებულების ნაკლოვანება ჭირს ან არ სურს, მე სიყვარულით გეტყვით: ადამიანებო, მოვეფეროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, ტკივილი და განცდა მხოლოდ იმ დღით და რამდენიმე დღით არ უნდა გვაერთიანებდეს, ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა ვაქციოთ ერთმანეთთან სასაუბრო ენად და ერთგულ თანამდგომად!!!
მშვიდობა სამყაროს!”, – წერს რამაზ დავლაძე.

ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა.

განახლებული ინფორმაციით,

მიწისძვრას ემსხვერპლა თურქეთის, სულ მცირე, 8 574 მოქალაქე. 2 530 ადამიანი დაიღუპა სირიაში.

ამავე თემაზე: 

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით…ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ – საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

„ქართველებო! ვიცით გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით!” – რა მიმართვას ავრცელებს სეისმოლოგი

„ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი 2 მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ“ – საქართველოს ელჩი თურქეთში ბოლო ცნობებით

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g