სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დღეს 2 ჰესის მშენებლობა იწყება. „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია” ახორციელებს.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება.
ცერემონიას ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და „საქართველოსგანახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრებიან.