LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Meta-ს 11,000 თანამშრომელი დატოვებს – ცუკერბერგი ისტორიულ ცვლილებებს აანონსებს

79
zukerberg

მარკ ცუკერბერგი კომპანია Meta-დან თანამშრომლების 13%-ის გათავისუფლებას გეგმავს. შემცირების შედეგად, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს 11,000 თანამშრომელი დატოვებს, რაც Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

„დღეს მე გიზიარებთ ყველაზე რთულ ცვლილებებს Meta-ს ისტორიაში. გადავწყვიტე, შევამცირო ჩვენი გუნდის რაოდენობა დაახლოებით 13%-ით და გავუშვა 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი. ჩვენ ასევე ვდგამთ უამრავ დამატებით ნაბიჯს, რათა შევამციროთ ხარჯები და გავხდეთ უფრო მდგრადი და ეფექტური კომპანია“, – წერს ცუკერბერგი.

Meta-ს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ინვესტორთათვის მოსალოდნელი იყო, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის ხარჯები თითქმის 20%-ით, 22.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

სექტემბრის მონაცემებით, კომპანია Meta-ში მსოფლიოს მასშტაბით 87,000 თანამშრომელი იყო დასაქმებული, მათი რაოდენობა კი მომდევნო პერიოდში 76,000-მდე შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g