უეფა ვარაუდობს, რომ ევრო 2016-ზე 2 მილიარდ ევროს იშოვის.
2012 წლის ტურნირთან შედარებით ზრდა 43 პროცენტს შეადგენს.
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების 24-მდე გაზრდა უეფას უფრო მეტ ფულს მოუტანს სატელევიზიო შემოსავლების გამო: უფრო მეტი ქვეყანა – უფრო მეტი მაყურებელი – უფრო მეტი ფული. ევრო-2016 მხოლოდ ტელეუფლებებისგან 1.05 მილიარდ ევროს მოიტანს.
Bloomberg წერს, რომ უეფას გათვლებით შემოსავლები ჩემპიონატიდან დაახლოებით 2 მილიარდს შეადგენს.
სპონსორებზე 450 მილიონი ევროს გაკეთებაა ნავარაუდევი. დანარჩენ ფულს გაყიდული ბილეთებიდან ელოდებიან. გაზრდილი რაოდენობის თამაშების გამო უეფა მილიონი ბილეთით მეტს გაყიდის.