LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ ბრაიზა: ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაჯანსაღია

172
მეთიუ ბრაიზა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნებისმიერი ლიდერი, რომელიც ოპონენტს აპატიმრებს, დასავლეთში ანტიდემოკრატიულად აღიქმება.

როგორც მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაჯანსაღია.

„ვფიქრობ საქართველოს იმიჯისთვის მიხეილ სააკაშვილის დაკავება საშინელებაა. საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი, ამ შემთხვევაში მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც ვაშინგტონში ხედავენ,“- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ნებისმიერი ლიდერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს, ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული.

როგორც ბრაიზა ამბობს, ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს, ეს დე-ფაქტო იმას ნიშნავს, რომ დემოკრატია არაჯანსაღია, რომელშიც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური მიზნებით აპატიმრებს.

„თუ საქართველოს მთავრობა დარწმუნებულა, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც პატიმრობას მოითხოვს, მაშინ მას სამართლიანი სასამართლოს პროცესის შესაძლებლობა უნდა მისცენ,“– აღნიშნა ბრაიზამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები