LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ ახალი მიწისქვეშა ავტოსადგომი გაიხსნება

4

სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ მიმდებარედ დასრულდა ორდონიანი საზოგადოებრივი დანიშნულების მიწისქვეშა ავტოსადგომის „გლდანი ავტოპარკინგის“  მშენებლობა და ზედაპირის კეთილმოწყობა. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანია „გლდანი ავტოპარკინგიდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით,  ხვალ „გლდანი ავტოპარკინგი “ ოფიციალურად გაიხსნება. „გლდანი ავტოპარკინგი“ აღჭურვილია თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებით და 100 ავტომობილს იტევს. ავტოსადგომზე ასევე იფუნქციონირებს ავტო-სამრეცხაოები.

პარკინგის კეთილმოწყობისთვის კომპანია „გლდანი ავტოპარგინგმა“ 1.500.000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და მომავალშიც განაგრძობს  მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ავტოსადგომი ყოველდღე, 24 საათის  განმავლობაში იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები