LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „ვარკეთილი” რეაბილიტაციის გამო დღეიდან დაიკეტა – როდის განაახლებს მეტროსადგური მუშაობას

146
მეტრო „ვარკეთილი“

დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეიდან, 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.

„ვარკეთილის” დაკეტვის გამო, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნა.

კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება

„ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით“ – თქვა კალაძემ.

კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174 იმოძრავებს, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით იმოძრავებს.

რაც შეეხება თავად მეტროსადგურის რეაბილიტაციას, მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.

„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, – განაცხადა დედაქლაქის მერმა, კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g