„ავლაბრის“ მეტროსადგურს რამდენიმე დღეში გავხსნით, რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურს, გარკვეული ჩამორჩენები არის ვადებთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება:
„სამუშაოები როგორ არ მიმდინარეობს?! აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ავლაბრის“ მეტროსადგურს რამდენიმე დღეში გავხსნით, რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურს, გარკვეული ჩამორჩენები არის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ძალიან მალე იქნება დამთავრებული, უფრო დეტალურად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“ – განაცხადა კახა კალაძემ.