LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის რეაბილიტაცია დაიწყო

22496180_1734005016612486_6517765015110947247_o-1

15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“თბილსიის სატრანსპორტო კომპანიიდან” “ფორტუნას” განუცხადეს, რომ ყოფილი ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიის ჩასასვლელი სრულად რეაბილიტირდება.

„სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3-ის“ ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით,“ – აცხადებენ  კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g